მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: პრემიერი დაგვპირდა, რომ უფრო მეტად მოუსმენს ბიზნესს

5d99a8822d382
ელენე კვანჭილაშვილი
06.10.19 16:10
967
„თქვენს ახალ პრემიერთან მქონდა შეხვედრა. რეგულირების ტემპის თემაც მოხვდა განსახილველ დღის წესრიგში. როგორც იცით, EBRD-ის ინიციატივით ქვეყანაში ინვესტორთა საბჭო მოქმედებს. პრემიერ მინისტრმა საბჭო შეაფასა, როგორც ძალიან ღირებული ინსტრუმენტი და დაგვპირდა, რომ უფრო მეტად მოუსმენს ბიზნესს“ - უთხრა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკიმ „ანალიტიკა“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, ინვესტროთა საბჭო საჯარო და კერძო სექტორებს შორის საკომუნიკაციო ძალიან ეფექტური ჩარჩოა.

„ქვეყნის მნიშვნელოვან ინვესტორებს პირდაპირი კავშირის შესაძლებლობა უჩნდებათ პრემიერთან და ზოგადად, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. როგორც წესი, ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კერძო სექტორთან კონსულტაციების ფორმატში გადაწყდეს“ - ამბობს იურგენ რიგტერინკი.


კითხვაზე - რას დაასახელებდა ამ საბჭოს მთავარ მიღწევად, EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა „ანალიტიკა“-ს ასე უპასუხა:

„აქ გავიხსენებდი ცალკეულ მაგალითებს, რაც ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესს უკავშირდება და ასევე გამოვყოფდი სასოფლო-სამეურნეო მიწების მართვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასაც“.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში ეს იურგენ რიგტერინკის პირველი ვიზიტია საქართველოში.