მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD ქართულ საწარმო White Studio-ს პროგრამა „ქალები ბიზნესის“ ფარგლებში დაეხმარება

5eff2b195d6d8
ნათია თაქთაქიშვილი
03.07.20 18:00
976
კერამიკული ნივთების ქართულ საწარმო White Studio-ს EBRD პროგრამა „ქალები ბიზნესის“ ფარგლებში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კერამიკული საწარმოს დამფუძნებლები ნატო ერისთავი და ნინო კამბარაშვილი აცხადებენ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა მათ ბიზნესს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

„ეს ფინანსური რესურსი ჩვენს წარმოებას უჩენს პერსპექტივას. ახლა ჩვენ უფრო ნათლად შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი წარმოების მომავალი და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ეს ნაბიჯი გვაძლევს რწმენას ჩვენი ბიზნესის გაზრდის არამარტო თბილისში არამედ მის საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა ნინომ კამბარაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ White Studio კერამიკისგან აწარმოებს ინტერიერის დეკორს, კერამიკულ ჭურჭელს და ლამპებს.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ის პროგრამა „ქალები ბიზნესში“ დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთის და EBRD Small Business Impact ფონდის მიერ.