მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის „ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნული გიორგი მაისურაძე?

637b9410511b9
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.22 00:00
1222
სახელმწიფომ „ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, "ეს ადამიანი კერძო სექტორში მუშაობის დიდ გამოცდილებას ფლობს".

BM.GE დაინტერესდა, ვინ არის და რა გამოცდილება აქვს გიორგი მაისურაძეს, რომელსაც სახელმწიფომ კომპანია „ბორჯომში“ პრობლემური საკითხები გადაწყვეტაში მონაწილეობა მიანდო.

„აი დი ეს ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელ Linkedin-ის პირად გვერდზე სამუშაო აღწერილობის ველში ახალი პოზიციის შესახებ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ განათავსა, რაც აღნიშნული ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ დაადასტურა.

Linkedin-ზე გიორგი მაისურაძის პროფილის თანახმად, 2004-2008 წლებში ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრი გახდა, ხოლო 2014-2016 წლებში მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

2007 წლიდან 2014 წლამდე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში (საქართველოს ბანკი, ქართუ ბანკი, რესპუბლიკა ბანკი, ლიბერთი ბანკი) სხვადასხვა დროს განსხვავებულ პოზიციებზე მუშაობდა - იყო ფინანსური რისკების მენეჯერი, კორპორაციული ბანკირი და სხვა.

2015 წლიდან გიორგი მაისურაძე გაერთიანებულ სამეფოში კორპორაციული საფინანსო მომსახურების კომპანია FINASDDEE-ში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა;

2016 წლიდან 2020 წლამდე კი, ის საპარტნიორო ფონდში სტრუქტურული ფინანსების ხელმძღვანელის ადგილს იკავებდა;

2017-2020 წლებში ის ასევე Ytong Caucasus-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო;

2020-2022 წლებში გიორგი მაისურაძე „ლუკოილ ჯორჯიაში“ საბითუმო საწარმოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა;

“აი დი ეს ბორჯომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ის ივლისიდან დაინიშნა.