მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EBRD-ს სურს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ტენდერში თავიდანვე ჩაერთოს", - ნათია თურნავა

5e3293ed0dc43
ინგა მურუსიძე
30.01.20 12:05
783
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ სურვილს გამოთქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ტენდერის გამოცხადების პროცესში ჩაერთოს, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გაავრცელა.

„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენმთვის უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ, საქართველოს შავი ზღვისპირეთი და საზღვაო ინფრასტრუტქტურა მოითხოვს განვითარებას. საქართველოს უკვე დიდი ხანია სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და ამაზე მეტყველებს ჩვენი ბოლოდროინდელი სტატისტიკა, რადგან ჩვენი ქვეყანა ვეღარ აუდის ტვირთებს, რაც მეტყველებს ჩვენი ე.წ. შუა დერეფნის კონკურენტულობაზე და ე.წ. ლოგისტიკური პოლიტიკის ეფექტურობაზე. თუმცა ჩვენს პრიორიტეტად რჩება ანაკლიის პორტი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს ტენდერს, ასევე რამდენადაც ვიცი, EBRD-ს აქვს სურვილი, რომ ეს ტენდერი მათი ეგიდით ჩატარდეს და მომზადებაში თავიდანვე მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„მინდა გამოვეხმაურო ყოფილი ინვესტორების მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა საქართველოს არ სჭირდება ერთზე მეტი ღრმა პორტი. ზოგადად, ჩემთვის მათი განცხადება არ არის დამაჯერებელი, რადგან მათ ის ერთიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ. ამას განსაზღვრავს ბიზნესი, ველოდებით რა პროექტი იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს თურნავა.