ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და აჭარის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადამზიდავთა ასოციაციასთან ერთად, სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. ინფორმაციას EBRD ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე რეგიონში აქტიური სატრანსპორტო და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები ბანკის საქმიანობას გაეცნენ და ამასთან ერთად ბანკმა მათ როგორც საინვესტიციო, ასევე საკონსულტაციო მხარდაჭერა შესთავაზა.
შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ, EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა - კატარინა ბიორლინ-ჰანსენმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა - გიორგი რომანაძემ, და აჭარის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ - თამაზ თურმანიძემ გახსნეს.
„EBRD აპირებს იყოს მეტად აქტიური რეგიონში, განსაკუთრებით კერძო სექტორთან მიმართებით. შეხვედრაზე EBRD-ს მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის წარმომადგენლებმა არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე, აჭარის გადამზიდავი და სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელობას და მათ ფინანსურ მხარდაჭერაში ბანკის პოტენციურ როლს გაუსვეს ხაზი.
ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გარდა, EBRD მზად არის კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს სექტორში აქტიური მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესებს გრანტების სახით, საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება შესთავაზეს“, - ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა, 270 პროექტში 4.8 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის EBRD-ის მიმდინარე პროექტების საინვესტიციო პორტფელი 1.3 მლნ ევროა. აღსანიშნია, რომ ჯამურ საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 80%-მდეა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი