29.ივლისი .2020 14:25

EBRD საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისთვის 90 მლნ ევროს გამოუყოფს

views 430
უკან

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით, 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს ხელი.

პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია:

• ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49 კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;
• ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნენსკრა-მესტიის 110 კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
• ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოება;
• კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220კვ დაკავშირების მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა