მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD საქართველოში ენერგოეფექტური მშენებლობებისთვის $54 მილიონს გამოყოფს

5df0ed3d469a6
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.19 19:00
1587
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ინფორმაციით, ბანკი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამას (GEFF) იწყებს.

GEFF-ის ფარგლებში საქართველოსთვის 54 მილიონი დოლარი გამოიყოფა და დაფინანსდება კლიმატის მწვანე ფონდისა და (GCF) ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ. პროგრამის მიზანი ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში (SMEs), კორპორატიული და საბინაო სექტორში პარტნიორი ბანკების მიერ სესხების გაცემის გზით.

"შესაძლო ინვესტიციები მოიცავს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, ფანჯრებისა და კარების ორმაგ შემინვას, თერმულ თბოიზოლაციას, განათებას, მშენებლობას, სოფლის მეურნეობის ტექნიკასა და აღჭურვილობას, მზის პანელებს, გეოთერმულ გათბობის ტუმბოებს და წყლის დამზოგველ ირიგაციის სისტემებს. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოში ხელმისაწვდომ ტიპურ მწვანე ტექნოლოგიებს GEFF Technology Selector-ის საშუალებით.

GEFF საქართველოს პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისში შედგა, “ენერგოკრედიტის“ შემდეგი ფაზაა და მის წარმატებულ განხორციელებას აფინანსებდა ევროკავშირი და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო. ღონისძიების მიმდინარეობისას, EBRD-იმ საგანგებოდ გამოყო ექვსი საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტი საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისათვის", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"ენერგოკრედიტი საქართველოში 2012 წელს დაიწყო და 31-მა კომპანიამ და 29,000-ზე მეტმა საბინაო კოლექტივმა 42 მილიონ ევროზე მეტი მწვანე დაფინანსება მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბანკი რესპუბლიკის (ამჟამინდელი თიბისი ბანკი), ბაზის ბანკის, კრედოს და ვითიბი ბანკის საშულებით. “ენერგოკრედიტის” ყველა პარტნიორი ბანკი, ასევე, დაჯილდოვდა მწვანე ენერგიის პროექტების უწყვეტი მხარდაჭერის აღსანიშნავად", - აღნიშნავს EBRD.