მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD სებ-თან და ICC-თან თანამშრომლობით თბილისში მდგრადი დაფინანსების ფორუმს მასპინძლობს

63ee097a81150
BM.GE
16.02.23 14:43
712
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ეროვნულ ბანკთან (NBG) და საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან (ICC) ერთად კონფერენციას „მწვანე დაფინანსება მდგრადი ეკონომიკისთვის" მასპინძლობს.

ღონისძიების მთავარი მიზანია დაინტერესებულ მხარეთა შორის ცნობიერების ამაღლება მდგრად დაფინანსებასა და მწვანე ტექნოლოგიების სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ძირითადი რისკების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ შეიძლება წარმოშოს კერძო სექტორში და ზოგადად საბანკო სისტემაში.

საქართველოს მწვანე ეკონომიკის მისწრაფებების გათვალისწინებით, კონფერენცია ხაზს გაუსვამს ფინანსური სისტემის, როგორც მდგრადი ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითადი ხელშემწყობის მნიშვნელობას. ქართულ ბანკებს აქვთ უნარი და შესაძლებლობა ენერგიულად წარმართონ ეკონომიკა მდგრადი ზრდის მიმართულებით.

შინამეურნეობების, ბიზნეს ოპერაციების და ენერგიის წყაროების განახლება ეკომეგობრული ტექნოლოგიებით, წარმოქმნის ბევრ ახალ საბანკო შესაძლებლობას. ის ასევე გააფართოებს მწვანე ფინანსების მოზიდვის გზებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან.

კონფერენციას ეყოლება რამდენიმე მაღალი პროფილის მომხსენებელი, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის, კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ ვაჭრობის დაფინანსების მიმდინარე ტენდენციებს და განვითარების საჭიროებებს კლიმატის ცვლილების შესამცირებლად. ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები და შემთხვევების განხილვები საქართველოს მდგრადი ფინანსების, ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციების, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისა და მდგრადი დაფინანსების მომავლის შესახებ, მოწვეული ექსპერტების, ადგილობრივი და უცხოური კომერციული ბანკებისა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში განაცხადა: „EBRD აქამდეც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მწვანე მისწრაფებებს. გასულ წელს, საქართველოში, ჩვენი დაფინანსების 61 პროცენტი მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისკენ იყო მიმართული. ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე ინიციატივას პოლიტიკის განვითარების მხრივ მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგის წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ფინანსური სისტემის გამწვანებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ეროვნულ ბანკს და ICC-ს მხარდაჭერისთვის მწვანე ფინანსების ცნობიერების ამაღლების საქმეში. მარეგულირებლის როლი უმნიშვნელოვანესია. მდგრადი ფინანსური პრინციპების გამართული, პროგნოზირებადი და თანმიმდევრული გამოყენება ფინანსურ სექტორს დაეხმარება მოემზადოს კლიმატთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობებისა და რისკებისთვის“.

მწვანე TFP (The Green TFP) საშუალებას აძლევს პარტნიორ ბანკებს გამოიყენონ არსებული სავაჭრო დაფინანსების საშუალებები ექსპორტის, იმპორტის და იმპორტირებული მწვანე ტექნოლოგიებისა და მასალების ადგილობრივი განაწილების დასაფინანსებლად EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომის შესაბამისად. TFP-ის მეშვეობით EBRD აძლევს გარანტიებს საერთაშორისო დამადასტურებელ ბანკებს და მოკლევადიან სესხებს შერჩეულ ბანკებსა და ფაქტორინგის კომპანიებს ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის, იმპორტიორებისთვის და დისტრიბუტორებისთვის სესხების გაცემის მიზნით. EBRD-ის სტრატეგიული მიზანია 2025 წლისთვის გახდეს დიდწილად მწვანე ბანკი.

ბანკის პროექტების საერთო რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 283-ს, საერთო ინვესტიციების მოცულობა დღეისათვის 5 მილიარდ ევრომდეა, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციები 81 პროცენტს შეადგენს.