მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა ფინანსებზე წვდომაა“ - დამსაქმებელთა ასოციაცია

633e75327cccc
BM.GE
06.10.22 22:40
517
„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა ფინანსებზე წვდომაა, რასაც ფინანსური და ადამიანური კაპიტალის სიმწირე განაპირობებს“ - ამის შესახებ Bm.ge-სთან დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გარდა ფინანსებზე წვდომისა, დამსაქმებლებისთვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემას ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა წარმოადგენს.  

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშნელოვანი გამოწვევა ფინანსებზე წვდომაა, - სავალუტო პრობლემები. გარდა ამისა, უამრავ კომპანიას არ აქვს ადამიანური რესურსები, რომ იმდაგვარად აწარმოოს მოლაპარაკებები და გამოიყენოს ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტები, რომ მისთვის მომგებიანი იყოს. ასევე პრობლემას წარმოადგენს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, უამრავ კომპანიას პანდემიის შემდეგ სერიოზული კრიზისი აქვს. ამ კრიზისის დაძლევისთვის, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროები არსებობდეს, რაც სამწუხაროდ საქართველოში არც თუ ისე განვითარებულია“ , - აცხადებს ლაბაძე.