მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD თბილისის 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის €50 მლნ-ს გამოყოფს

635f9cdab9df7
BM.GE
31.10.22 14:13
1843
ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი - 50 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის შესახებ, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

როგორც დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი წარმოადგენს ნაწილს იმ უფრო ფართო პროექტისა, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს.

პროექტი “მწვანე ქალაქების” სამოქმედო გეგმი ფარგლებში განხორციელდება. EBRD წერს, რომ თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მწვანე ქალაქების ინიციატივას შეუერთდა.

EBRD აღნიშნავს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაცია კიდევ უფრო შეუწყობს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ათვისებას და შეამსუბუქებს დაწოლას ქალაქის ქუჩებში არსებულ სატრანსპორტო ნაკადზე.

EBRD-ის მიერ პროექტი, სავარაუდოდ, საბოლოოდ 2023 წლის 25 იანვარს უნდა დამტკიცდეს.