აშშ-ს ელქტრონული მანქანების მწარმოებელი ავტოკონცერნი Tesla შანხაიში მდებარე მეგა ქარხნის ამუშავებას გეგმავს და თანამშრომლებს ეძებს; კერძოდ, დიზაინერებს და 1,000-მდე მუშახელს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული ვაკანსიების შესახებ ცნობა Tesla-ს WeChat-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა, თუმცა არ არის აღნიშნული, რამდენი დიზაინერი ესაჭიროება კომპანიას ჩინური ქარხნისთვის.
ელექტრონული ავტოკონცერნი იანვარში აცხადებდა, რომ დიზაინის და კვლევების ცენტრის გახსნას გეგმავდა, რომელიც Tesla-ს ჩინეთის ბაზრისთვის მოთხოვნადი ავტომობილების შექმნაში დაეხმარებოდა.
როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანიას მუშახელი Model Y sport-ის საწარმოებლად სჭირდება.
Reuters-ის მიხედვით, Tesla-ს ჩინეთის ბაზარზე სხვა გეგმებიც აქვს და მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების საწარმოს აშენებასაც გეგმავს.