მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს ველნეს ტურიზმს საქართველოში?

BM.GE
22.06.23 13:44
140
კოვიდ პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნისა და იზოლაციის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევებმა იმატა, რამაც თავის მხრივ ველნეს ტურიზმზე მოთხოვნა გაზარდა. 

გლობალური ველნესი ტურიზმის კონგრესზე (GWTC) გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინდუსტრიის წლიური შემოსავალი $1.3 ტრილიონი შეადგენს, რაც ჯამური მაჩვენებლის 14%-ია. კონგრესის პროგნოზზე დაყრდნობით, 5-10 წლის პერიოდში, სტატისტიკა 16%-მდე გაიზრდება. 

აღსანიშნავია, რომ დასვენებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უცხოელი ტურისტები, როგორც წესი, მაღალშემოსავლიანი მოგზაურები არიან და ისინი სხვა ტიპის ტურისტებთან შედარებით 130%-ით მეტს ხარჯავენ, ლოკალური ველნეს ტურისტები, კი სხვა ადგილობრივ ტურისტზე 177%-ით. 

რა პოტენციალი აქვს საქართველოს ველნეს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით?

სტუმარი: ირმა დაუშვილი - კურორტ ნუნისის დირექტორი და დამფუძნებელი;