მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და UNHCR - ის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

63d1273d2ec49
BM.GE
25.01.23 16:55
462
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა ქვეყნებიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და საცხოვრებლის მაძიებელთათვის ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო - საფინანსო სექტორის რეგულატორის, მანდატსა და როლზე ამ მიმართულებით, ასევე - იმ გამოწვევებზე, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ წარმომადგენლებს ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას შეექმნათ.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს საფინანსო სექტორის მომხმარებლების, მათ შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებებისა და მათთან ურთიერთობისას ფინანსური ორგანიზაციების მიდგომებისა და ვალდებულებების შესახებ. საუბარი შეეხო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებსაც.

მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ - ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა უკვე არაერთი პროექტი თუ აქტივობა განახორციელა. შესაბამისად, მსგავსი შეხვედრების გამართვა მომავალშიც იგეგმება.


NS