მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gilead-ი პრეპარატ Remdesivir-ს ევროპას შემოდგომისთვის მიაწვდის

5f06eeac6fc4d
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.20 22:20
1209
წამლის მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences-ი ევროპას პრეპარატ Remdesivir-ს  შემოდგომისთვის მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, Gilead-ი თითოეულ ქვეყანაში COVID-19-ის აქტიურ შემთხვევებზე დაყრდნობით გადაწყვეტს, თუ რომელ ქვეყანას რა რაოდენობის Remdesivir-ი გადასცეს.

როგორც გერმანიაში Gilead-ის მმართველი დირექტორი, ბეტინა ბაუერი ამბობს, კომპანია პრეპარატის წარმოებას დეკემბრამდე თვეში 190 000 დოზიდან 2 მილიონამდე გაზრდის, რაც კომპანიას სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

Reuters-ი წერს, რომ კომპანიის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც Gilead-მა COVID-19-ის სამკურნალო Remdesivir-ის არსებული დოზების მარაგი აშშ-ის თითქმის სრულად მიჰყიდა.