მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ECA International-მა დაასახელა ქალაქები, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია

5e8b2bb38bad4
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 15:38
1019
საკონსულტაციო კომპანია ECA International-მა დაასახელა ქალაქები, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია. ამ კრიტერიუმით ევროპაში ლიდერი ლონდონია, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით, მე-4 ადგილზეა.

ლონდონში სამ-საძინებლიანი ბინის დაქირავება თვეში, დაახლოებით, 5,308 ფუნტი სტერლინგი ღირს (6,959 აშშ დოლარი). ქალაქში უძრავი ქონების ქირაობა, დაახლოებით, 121 ფუნტი სტერლინგით გაიზარდა გასულ თვესთან შედარებით.

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს დუბლინი (3,613 ევრო თვეში), მესამე ადგილზე კი, პარიზია (3,461 ევრო თვეში). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბერლინი (2,354 ევრო თვეში) და მადრიდი (2,393 ევრო თვეში).

აღსანიშნავია, რომ ბინის ქირაობის ფასები გაიზარდა კიევშიც და ქალაქი მე-15 ადგილზეა.

საკონსულტაციო კომპანიის განცხადებით, ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი მსოფლიოს მასშტაბით ჰონგ-კონგშია, სადაც ქირა თვეში, დაახლოებით, 11,318 აშშ დოლარს შეადგენს. ნიუ იორკი, სანფრანცისკო და მაიამი, ასევე, მიკუთვნებიან იმ ქალაქების რიცხვს, სადაც უძრავი ქონების დაქირავება ძვირია.