მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვაქვს სცენარი, რომ ეპიდსიტუაციის მეორე ტალღის თემა პრობლემურია - ოთარ ნადარაია

5f6460837b887
ლიკა გურაბანიძე
19.09.20 13:50
1209

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს გააგრძელებს. მისი რეზერვები იზრდება, არ მცირდება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ის წმინდა რეზერვებიც მნიშვნელოვანია, ანუ ის, რაც მხოლოდ ეროვნული ბანკისაა და არა მთავრობის მიერ ნასესხები” - ამის შესახებ “თიბისის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ “საქმიან დილაში” განაცხადა.

“ის დამატებითი თანხები, რასაც მთავრობა მოიტანს, ისევ გამოიწვევს იმას, რომ ეროვნული ბანკი ამის კონვერტაციას მოახდენს. რეზერვები გაიზრდება. მთავრობას ლარის ხარჯები ექნება და დამატებითი ინტერვენციები შემდეგ მოხდება. დამატებითი ინტერვენციების გარეშე ჩვენ მივიღებთ, რომ საგარეო დაფინანსება რეზერვებში წავა და სტიმული გვექნება ლარში, რაც კურსზე უარყოფითად იმოქმედებს ” - განმარტავს ნადარაია.

უნდა ვუყუროთ თუ არა მხოლოდ რეზერვებს? ამ კითვაზე “თიბისის” მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს:

“აქ არის რამდენიმე ფაქტორი გასათვალისწინებელი. ერთი ფაქტორი ის, რომ იმ დანაკლისისთვის, რაც გვაქვს, საგარეო დაფინანსება საკმარისია ანუ საგარეო დისბალანსი აღმოფხვრილია.

მეორე, ინფლაციური ზეწოლა შესუსტდა და ინფლაციის ზრდა შემცირდა, ხოლო ინფლაცია 3%-იან სამიზნე  ნიშნულს უახლოვდება.


მესამე ფაქტორი, ჩვენ გვაქვს სცენარი, რომ უკვე ეპიდსიტუაციის მეორე ტალღის თემა პრობლემურია, თუმა მთავარია, რომ ვაქცინის მოლოდინები რეალურია და ეს ყველაზე მოწყვლადი სექტორის ფასებში ასახვის ტენდენციით ხასიათდება.

ჩვენ იმის მტკიცების საშუალება არ გვაქვს, რომ ეს კრიზისი მუდმივია, ეს კრიზისი გარკვეულ პერიოდში დამთავრდება” - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.


ნადარაიას თქმითვე, როდესაც პანდემიის საკითხი მოგვარდება ტურიზმის სექტორი ძალიან სწრაფად აღდგება.