მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ქვრივიშვილის შემცვლელის მოძებნა საკმაოდ რთული იქნება

5f5a5eec4b8c2
თამთა ჯიჯავაძე
10.09.20 21:03
3877
ვინ ჩაანაცვლებს მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, ჯერ უცნობია. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვრივიშვილის შემცვლელის მოძებნა საკმაოდ რთული იქნება.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მარიამ ქვრივიშვილი საპარლამენტო სიის ოცეულში შეიყვანა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ ის მე-8 ნომრად დაასახელა.

თავად ქვრივიშვილის განცხადებით კი, ის დარწმუნებულია, რომ მის ადგილს ღირსეული ადამიანი დაიკავებს. 

"დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ღირსეული ადამიანი, გამოცხადდება კონკურსი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება რომ მიიღოს მონაწილეობა შესაბამის კონკურსში. გუნდი, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას დღეს ჰყავს, არის ძალიან ღირსეული გუნდი, რომელიც ემსახურება თავის ქვეყანას წლებია", – განაცხადა თავად ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა.

ის 1990 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ბაკალავრი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა/ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA, მაგისტრანტი). ქვრივიშვილი 2013 წლიდან შპს „ვოიაჟერი“-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

გარდა ამისა, 2010–2012 წლებში მუშაობდა „აჭარა ჯგუფში“ ადამიანური რესურსების მართვა ხელმძღვანელის მოადგილედ.