მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზის დირექტორი ევროპის სარკინიგზო გაერთიანების გენერალურ ასამბლეას დაესწრო

63db88ff00220
BM.GE
02.02.23 13:59
528
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) გენერალურ ასამბლეას დაესწრო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად რკინიგზა აქვეყნებს. 

"რიგით 71 ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა 2022 წელი შეაჯამეს და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს. გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში. გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

NS