მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეჭვი მაქვს, რომ აგვისტოში Lufhansa-ც არ იფრენს იმიტომ, რომ აქედან წამსვლელი არ იქნება”

5f082461c495b
BM.GE
11.07.20 12:03
1666

“ეჭვი მაქვს, რომ აგვისტოში Lufhansa-ც არ იფრენს იმიტომ, რომ აქედან წამსვლელი არ იქნება”-ამის შესახებ ტურისტული კომპანია "თრეველ შოპის" დამფუძნელმა ნიკა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, Lufhansa-მ მართალია გამოთქვა მზაობა 2 აგვისტოდან ფრენების აღდგენაზე, მაგრამ საქართველოდან წამსველი არ იქნება, რომ უკანა გზაზეც დაიტვირთოს ბორტი. ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია. როგორც მანჯგალაძე ამბობს,  მგზავრთნაკადის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი იქნება შეცვლილი ფრენის ღირებულებაც.

“რეგულარულად ფრენები იყო ხოლმე ძირითადად საფრანგეთის, გერმანიისა და ლატვიის მიმართულებით. შესაბამისად, ლატვიას airbaltic ფარავდა, მთელ პრიბატილკის ქვეყნებს. ამ ეტაპზე airfrance-მა უარი განაცხადა ფრენაზე და გაუგებრობაა. Lufthansa-მ თქვა, რომ აგვისტოში დავიწყებ ორი რეისითო, ხოლო airbaltic-მა გამოაცხადა, რომ 8 აგვისტოდან შეძლებენ ფრენას. შესაბამისად, ივლისის თვეში ფრენები არის არარეალური.

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აგვისტოში Lufhansa-ც არ იფრენს, იმიტომ, რომ აქედან წამსვლელი არ იქნება იმდენი. ეს კი იმიტომ, რომ არის სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, მეორე არ ვიცით რა იქნება ავიაკომპანიების სატარიფო პოლიტიკა, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, შუა ადგილი თავისუფალი უნდა იყოს, ხელბარგი არ შეიძლება, ესეც ყოველი ავიაკომპანიის შემთხვევაში განსხვავებულია. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოქტომბრამდე არაფერი ძვრა არ იქნება”- ამბობს ნიკა მანჯგალაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით საზღვარი 5 ქვეყნის, კერძოდ კი გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გახსნა. არსებული მდგომარეობით, ამ ყველა ქვეყანასთან საქართველოს ავიამიმოსვლა არ აკავშირებს.