მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ecommerce-ის განვითარებას თუ 4 წელი სჭირდებოდა, პანდემიის გამო ქვეყანამ შედეგს 2 წელში მიაღწია - isurve.ge

6278b116685e2
ლიკა გურაბანიძე
14.05.22 23:47
1275
“საქართველოში ონლაინ კომერციის განვითარებას თუ 4 წელი სჭირდებოდა, პანდემიის გამო ქვეყანამ შედეგს 2 წელში მიაღწია”, - ამის შესახებ BMG-ის ონლაინ კომერციის პლატფორმა “ისურვე.ჯი”-ს თანადამფუძნებელმა დავით ავაზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ შეზღუდვები მოიხსნის შემდეგ isurve.ge-ს გაყიდვები არ შემცირებულა.

“ონლაინ კომერციით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში მომხმარების ქცევა შეიცვალა, ბაზარმა ცვლილება მიიღო და მათთვის ამ ფორმით შენაძენის გაკეთება კომფორტული გახდა. ბაზრის პენეტრაცია გაიზარდა. თუ ადრე ონლაინ კომერციის შეღწევადობა მოსახლეობაში 6-7%-ად ფასდებოდა, ახლა ეს რიცხვი 12%-ია. აქ ბიზნესმა სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას და არსებულ მოთხოვნას სწორად უპასუხოს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გაზრდილი გაყიდვების წახალისებას ვცდილობთ და ასორტიმენტს ვაფართოვებთ”, - განმარტა დავით ავაზაშვილმა.

ცნობისთვის, ელექტრონული კომერციის ასოციაცია “იკომერსის ხმის” მონაცემებით, საქართველოში ელექტრონული კომერცია ყოველწლიურად 10-20%-ით იზრდება. ახლა ელექტრონული კომერციის ჯამური წილი საქართველოში დაახლოებით 2%-მდეა. ამ მაჩვენებლის გაზრდას ქვეყანა მომდევნო წლების განმავლობაში 10%-მდე უნდა ელოდოს. ხოლო თუ ელექტრონული ვაჭრობა ისეთვე სწრაფი ტემპებით განვითარდა, როგორც ახლაა შესაძლოა, 10%-ს ქვეყანამ ხუთ წელში მიაღწიოს.