მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპექტაკლები ონლაინ- biletebi.ge ახალი პლატფორმის ჩაშვებისთვის ემზადება

5ee6371e74173
ანა ჯოხაძე
14.06.20 22:50
2330
თეატრის სპექტაკლების ონლაინ ტრანსლირების იდეა biletebi.ge-ს ეკუთვნის. ახალi პლატფორმის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელი დავით მიზანდარი ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ეს პლატფორმა საშუალებას მისცემს სტუმრებს სასურველ სპექტაკლს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ, ხოლო თეატრები ულიმიტო რაოდენობის ბილეთების გაყიდვას შეძლებენ. biletebi.ge-ის დამფუძნებელი უახლოეს მომავალში მოხმარებაში კიდევ ერთი ახალი პლატფორმის ჩაშვებასაც გეგმავს, რომელიც მომხმარებლებს ექიმებთან დისტანციურად კომუნიკაციას გაუმარტივებს.

"ძალიან მალე შევთავაზებთ თეატრებს ონლაინ სტრიმინგს. მომხმრებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთი და ამ შეთხვევაში დარბაზში ადგილების რაოდენობა აღარ იქნება ლიმიტირებული. ყველას შეეძლება სახლიდან ნახოს ესა თუ ის სპექტაკლი პირდაპირ ლაივში. ასევე რამდენიმე დღეში ჩავუშვებთ, კიდევ ერთ ახალ პლატფორმას biletebi.ge-ის ბაზაზე, რომელსაც ერქმევა eqimtan.ge და რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ონლაინ ჩაეწერონ ექიმითან, გაესაუბრონ, ონლიან ვიზიტი განახორციელონ”-ამბობს biletebi.ge-ის დამფუძნებელი.