მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ნოემბერი: საქართველოს 864 მძიმე covid-პაციენტი ჰყავს

5fba0b1fef6a0
თელარა გელანტია
22.11.20 11:32
792
22 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსზე 18 091 მოქალაქე მკურნალობს. 

მთავრობის ინფორმაციით, მათგან 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 241 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 201 პირი, აჭარაში - 18 088, იმერეთში - 5 313.

სრული სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 104732 , ბოლო 24 საათში - 4048
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 85639 , ბოლო 24 საათში - 3856
მათ შორის გარდაცვლილი - 976 , ბოლო 24 საათში - 49
კარანტინის რეჟიმში - 2159
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6189
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3449