მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის კრიტიკული პაციენტების გადარჩენის შესაძლებლობა" - "რემდესივირს" საქართველოში ელიან

5f7cd07aa94d1
თამთა ჯიჯავაძე
07.10.20 00:09
1717
„რემდესივირი“ სოლიდარობის კვლევის ფარგლებში უნდა შემოვიდეს საქართველოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კარგია რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო კვლევებში, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის მეთოდების დასადგენად მიმდინარეობს.

„სოლიდარობის კვლევა დაწყებულია. „რემდესივირი“ ამ კვლევის ფარგლებში უნდა შემოვიდეს ჩვენთან, და ჩვენ ვმუშაობთ მომწოდებელთან იმისთვის, რომ ეს მალე მოხდეს. არის სხვა ვერსიებიც, რა თქმა უნდა, „რემდესივირი“ არ არის ერთადერთი ვარიანტი და ასევე ბატონი თენგიზის [ცერცვაძის] გუნდი პირადად მუშაობს იმ კვლევის პროცესში ჩართვაზე, რომელიც იძლევა მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების შესაძლებლობას. ესეც არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო შეუერთდეს აქტიურ სამეცნიერო პროცესს კორონავირუსის სამკურნალო მეთოდების შესაქმნელად... ამრიგად, ეს არის შესაძლებლობა მძიმე და კრიტიკული პაციენტების გადასარჩენად და ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები, რომელთაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.