მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა 20,5 კგ უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

607d3b1268d23
თელარა გელანტია
19.04.21 12:12
586
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 20,5 კილოგრამი უაქციზო, დაუფასოებელი თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.