მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-7 კმ-ზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

62ff23a74c32a
BM.GE
19.08.22 09:45
946
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 21 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.