მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეფექტიანია თუ არა ვაქცინაციის წამახალისებელი 200–ლარიანი სქემა? – იანვარში 50+ ასაკის 17 ათასამდე ადამიანი აიცრა

61eff4ae83c64
მარიამ ვარადაშვილი
25.01.22 17:33
713
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე 50 წლის და მეტი ასაკის 16 912 პირი აიცრა პირველი დოზით. მათგან 200–ლარიანი წახალისება სახელმწიფოსგან 7 709 პირს უკვე გადაერიცხა. ჯამში გადარიცხული თანხის მოცულობა 1 541 800 ლარს შეადგენს. აღნიშნული სტატისტიკა უწყებამ bm.ge–ს მიაწოდა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო თანხას აცრილ პირებს ორ ეტაპად ურიცხავს. კერძოდ, თვის 15 რიცხვამდე აცრილები დანამატს მომდევნო 5 დღეში იღებენ, ხოლო 30 რიცხავდე აცრილებს, თანხა მომდევნო თვის 5 რიცხავმდე ერიცხებათ.

წახალისების 200–ლარიანი სქემა სახელმწიფომ ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად დეკემბერში წამოიწყო. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, 50 წლის და ზემოთ პირები კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 200 ლარიან დანამატს თებერვლის განმავლობაშიც მიიღებენ. წამახალისებელი მექანიზმი დაწესდა ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაშიც.