მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეფრემ ურუმაშვილი: 2020 წლის მაისიდან მოსალოდნელია ბიტკოინის ფასის ზრდა

5d886f64255f2
ნუცა ბაზლიძე
23.09.19 10:30
5041
ფინანსისტი ეფრემ ურუაშვილი 2020 წლის მაისიდან ბიტკოინის ფასის მატებას პროგნოზირებს, რასაც თავის მხრივ, ამ პერიოდისთვის მთავარი კრიპტოვალუტის მოპოვების განახევრებას უკავშირებს.

ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

ურუმაშვილის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი სტაბილური იყო და ის 10 000$-ს შეადგენდა, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, დაახლოებით, 8 თვის შემდეგ ბიტკოინის ფასი ახალი ნიშნულს მიაღწევს, მიღმა იმისა, რომ კრიპტოვალუტაზე ნარჩუნდება სტაბილური მოთხოვნის ზრდა, რაც ფასის ამ შედარებით ახალი ნიშნულის (10.000 ) ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.