მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგნატე შამუგია - საქართველო-სომხეთზე ბევრი შედარება მოვისმინეთ, მაგრამ უმეტესობა არასწორია

5e1a0936bd617
ეგნატე შამუგია
11.01.20 21:15
3546
კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის ანალიტიკოსი ეგნატე შამუგუა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის ზომის შესახებ საკუთარ facebook-ზე მიმოხილვას აქვეყნებს. გთავაზობთ საქართველო-სომხეთის ეკონომიკის შედარებას:

"სანამ გახარიაც არ გამოსულა და საქართველო vs სომხეთზე არ დაუწყია საუბარი.

ბევრი შედარება ვნახეთ, მოვისმინეთ, მაგრამ უმეტესობა არასწორი და არამართებულია.

როცა ეკონომიკაზე (მშპ) ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მისი რეალური მოცულობა და არა, ინფლაციის გავლენით მიღებული მაჩვენებელი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენი ხრაშუნა ვაშლი ვაწარმოეთ და არა რამდენი ლარის იყო ეს ვაშლი, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვჭამოთ ვაშლი და არა ლარის კუპიურები (მათ შორის, არც დოლარი, არც ევრო და არც დრამი). მაგალითად, გასულ წელს გვქონდა 100 ხრაშუნა ვაშლი, რაც ჯამში 120 ლარის ღირებულების იყო. მიმდინარე წელს კი - 105 ვაშლი (5%-ით მეტი), რაც მიმდინარე პერიოდში 137 ლარის ღირებულებისაა. ვხედავთ, რომ ნომინალურად, ლარში გამოხატული ვაშლები 14%-ით გაიზარდა, მაგრამ რეალურად, ხრაშუნა ვაშლები, რომლის ჭამ შეგვიძლია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, არა 14%-ით, არამედ 5%-ითაა გაზრდილი. ხოლო, 120 ლარიდან 137 ლარამდე ზრდას ერთი ცალი ვაშლის ფასის 9%-იანმა გაძვირებამ გამოიწვია.

თუ ხრაშუნა ვაშლის ფასი არ გაიზრდებოდა, მაშინ მიმდინარე წლის ლარებში გამოხატული 105 ვაშლის ღირებულება 126 ლარი იქნებოდა (გასული წლის ფასი 1.2ლარი = 120/100; მიმდინარე წელს 105 ვაშლის ღირებულება 126 ლარი = 1.2*105). ასეთ შემთხვევაში, ვაშლების რაოდენობის და ვაშლების ღირებულების ჯამის ზრდების ერთნაირი მაჩვენებელი, 5% გვექნებოდა. ვინაიდან, ფასები იცვლება და ჩვენ გვაინტერესებს არა მიმდინარე ფასებში ვაშლების ღირებულება, არამედ წინა პერიოდთან შეადრებით მათი რაოდენობის ცვლილება, შედარებისას ეს მეთოდი უნდა გამოვიყენოთ.

საქართველო vs სომხეთის ამბავზე საუბრისას, ხსენებული მეთოდი გამოყენებული არ ყოფილა და ამიტომ, უმეტესად, შედარება არამართებულია.

ამ მეთოდით ერთ პრობლემა გადაიჭრა, როცა მთლიანად ეკონომიკის (ხრაშუნა ვაშლები) ყოველწლიური ზრდის მაჩვენებლები შევადარეთ (თუმცა რჩება, საბაზისო ეფექტის პრობლემა). მაგრამ, გარკვეული პრობლემებს შეიცავს, როცა ერთ ადამიანზე გადავანაწილებთ მთლიანი ეკონომიკის მოცულობას (ხრაშუნა ვაშლები).

ისევ ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. გასულ წელს გვქონდა 100 ვაშლი და ვინაწილებდით 50 ადამიანი. ერთ ინდივიდზე განაწილებული ვაშლების რაოდენობა 2 ცალია. მიმდინარე წელს ვაშლების რაოდენობა არ შეცვლილა, ისევ 105 ვაშლი გაქვს, მაგრამ 60 ინდივიდია. ასეთ დროს, ერთ ადამიანზე განაწილებული ვაშლების რაოდენობა 1.75 ცალია. წინა წელთან შედარებით ხრაშუნა ვაშლების ჯამური რაოდენობა 5%-ით გაიზარდა, მაგრამ ერთ ადამიანზე განაწილებული 12.5%-ით შემცირდა. ესე იგი, საშუალოდ ერთი ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად ვაშლების რაოდენობა გაიზარდა, ერთი ადამიანი უფრო ნაკლებ ვაშლს ჭამს.

დღევანდელ პირობებში ასეთი რამ სავსებით რეალურია, რადგან ვაშლების წარმოება მხოლოდ ადამიანების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, I შემთხვევაში 3 ადამიანი საშუალოდ აწარმოებს 40 ცალ ხრაშუნა ვაშლს, ხოლო II შემთხვევაში 2 ადამიანი - 45 ვაშლს. II შემთხვევაში ხრაშუნა ვაშლის მწარმოებლებმა ტრაქტორი გამოიგონეს და წარმოებაში აქტიურად იყენებენ, ხოლო I შემთხვევაში ადამიანები კვლავ ხარ-ურემით და თოხ-ნიჩაბით მუშაობენ. ესე იგი, ეკონომიკური ზრდა ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად.

იმისათვის, რომ მეტად მართებულ შედარება გავაკეთოთ - ეკონომიკის რეალური ზრდა (growth GDP) და ერთ სულზე მშპ ( per capita GDP ) ერთდროულად უნდა განვიხილოთ.

მონაცემები აღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ბაზიდან:

სვეტები - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს განაწილება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. 2005-2008 წლებში სომხეთი გვისწრებდა და ზრდის მაღალი ტემპიც გააჩნდა, მაგრამ 2008 წლის მსოფლიოს ფინანსური კრიზისი ჩვენ უკეთ გადავიტანეთ, ვიდრე სომხებმა და ამით დავწინაურდით. ამ პერიოდიდან და მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის პროგნოზით სომხეთს ამ ნაწილში ვუსწრებთ.

მრუდი - ეკონომიკური ზრდა, რეალური მშპ-ს ყოველწლიური ცვლილება. 2008 წლამდე სომხეთის ეკონომიკა უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ჩვენი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კრიზისის შემდეგ ტემპში გავუსწარით. შემდეგი პერიოდი, ხან უფრო მაღალი გვქონდა, ხან უფრო დაბალი, მაგრამ ბოლო სამწლიან პერიოდში ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ. მომდევნო ხუთწლიან პერიოდში არსებული პროგნოზით 0.2 პ.პ. -ით მეტი ზრდის ტემპი გვექნება.

საბოლოოდ, ერთნაირად ვართ და ჩვენზე უფრო მდიდარი რომ იყოს, ისევ ჩვენთვისაა უკეთესი!,"- წერს ეგნატე შამუგია.