მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის მარათონით 3 000 ადამიანი აიცრა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია - ამირან გამყრელიძე

6187b78c96b6d
ინგა მურუსიძე
07.11.21 15:23
546
ვაქცინაციის მარათონმა გარკვეული ეფექტი მისცა, 3 000 ადამიანი აიცრა, თუმცა ეს ბევრი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ სოფლებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია შევიდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„მარათონმა ვაქცინაციას გარკვეული ეფექტი მისცა, 3 000 ადამიანი აიცრა ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით სოფლებში ბევრი ინფორმაციაც შევიდა და ეს კარგია, მაგრამ 2 კვირის განმავლობაში დამატებით 3 000 ადამიანის აცრა ბევრი არ არის, ზღვაში წვეთია. ხვალ არის საკოორდინაციო საბჭო და უკვე შეთანმებულია გარკვეული საკითხები, რომლებზეც ალბათ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის „მწვანე პასპორტების“ შემოღებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება 60 წელს ზემოთ მოსახლეობის სტიმულირებასთან დაკავშირებით, რომ ისინი მივიდნენ და აიცრან თავიანთი ნებით. ჩვენ უნდა ვიცრებოდეთ ერთმანეთისთვის და უნდა ვიცრებოდეთ ქვეყნისთვის“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ: ვაქცინაციის მარათონი 15 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მარათონის ფარგლებში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის ლიდერები, დიდ სოფლებში დადიან და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.