მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგზიტპოლის მიხედვით, მაკრონის პარტია საპარლამენტო უმრავლესობას კარგავს

62af7b77da3a0
BM.GE
19.06.22 23:26
1113
დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა.

577 წევრისგან შემდგარ ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვებისთვის 289 მანდატია საჭირო, საიდანაც ეგზიტპოლების მიხედვით, მაკრონის ცენტრალური ალიანსი "ერთად" 224 წევრით იქნება წარმოდგენილი.

ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილი მემარცხენე-მწვანე ალიანსმა Nupes-მა დაიკავა და ის 150 მანდატით იქნება წაროდგენილი.

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია, 89 მანდატით გავა.

ასევე, მემარჯვენე რესპუბლიკელები პროგნოზების მიხედვით, საფრანგეთის პარლამენტში 78 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი. ვარაუდობენ იმასაც, რომ "რესპუბლიკელები" მაკრონის პარტიასთან კოალიციით უმრავლესობას შექმნიან.