კომპანია “ეი სოლარი“ გეგმავს, ქუთაისში წარმოებული მზის პანელები 70-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდოს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, გერმანული ბრენდი „ეი სოლარი“ უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში საქმიანობს. კომპანიამ 2019 წლის მაისსში ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს და ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. მისი წლიური მოცულობაა 500 მეგავატი. ამჟამად, კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს წლიურად.
"ქუთაისი გერმანული კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის გეგმავს მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის მზის პანელები 70 და მეტ ქვეყანას. ამჟამად, დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. სამომავლოდ კი, მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს.
ჩვენი ქვეყნის მასშტაბით „ეი სოლარს“ უკვე არა ერთი ინსტალაცია აქვს შესრულებული, ასევე, მიმდინარეობს ერთ-ერთი საკმაოდ დიდი მოცულობის - 50 მეგავატის პროექტის განხორციელებაც ადგილობრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობით. „ეი სოლარის“ მიზანია, მუდმივად, გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.
„ეი სოლარის“ გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით „ეი სოლარი“ მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც", - აცხადებენ კომპანიაში.
„ეი სოლარი“ მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„ეი სოლარი“ ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. „ეი სოლარის“ მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და CEO ალექსანდრე მაიერი.
წლის ბოლომდე 300 ადგილობრივის დასაქმებაა კომპანიაში დაგეგმილი. ასევე, მათი დატრეინინგება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპელი პროფესიონალების მიერ. აქვე, მოლაპარაკებები მიმდინარებს პროფესიული სწავლების პროგრამის შექმნაზეც მზის ენერგიის გამოყენებისა და მზის პანელების საწარმოო ხაზის ირგვლივ. კომპანია აქამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული. უკვე იგეგმება საქართველოს ბაზრის აქტიურად ათვისებაც და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. „ეი სოლარის“ მიზანია, ადგილობრივად წაახალისოს ალტერნატიული ენერგია და ამისათვის გამოიყენოს ხელთ არსებული რესურსი. რაც შეეხება ინვესტიციას, ის არის პირდაპირი ინვესტიცია კერძო სექტორიდან.
ცნობისთვის: "ეი სოლარი" 2003 წელს დაარსდა გერმანიაში ალექსანდრე მაიერისა და მისი ძმების მიერ. დღემდე მას განხორციელებული აქვს 3000ზე მეტი პროექტი 70ზე მეტ ქვეყანაში , ფლობს არა ერთ ქარხანას მსოფლიო მასშტაბით და წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ბრენდს მზის პანელების წარმოების კუთხით.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა