მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EIB-ის საქართველოში 2 მილიარდი ევროს პროექტები აქვს დაფინანსებული – სამინისტრო

614347ac80b42
ინგა მურუსიძე
16.09.21 18:00
721
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მაჩიე ჩურასთან.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

ფინანსთა მინისტრმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.