04.მარტი .2022 23:26

EIB უკრაინას 668 მლნ ევროს გამოუყოფს

EIB უკრაინას 668 მლნ ევროს გამოუყოფს
views 1204
უკან

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინისთვის სასწრაფო და დაუყოვნებლივი დახმარების სახით 668 მლნ ევროს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს გამართულ საგანგებოდ მოწვეულ შეხვედრაზე ბანკის დირექტორთა საბჭომ კენჭი უყარა უკრაინის ფინანსურად დახმარების საკითხს.

როგორც EIB-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, აღნიშნული ფინანსური რესურსი უკრაინას დაეხმარება უპასუხონ სასწრაფო ფინანსურ საჭიროებებს, მათ შორის გამოიყენონ მოქალაქეების საკვების, სამედიცინო პროდუქციის და საწვავის უზრუნველყოფის მიზნით.

გარდა ამისა, დირექტორთა საბჭო შეთანხმდა, რომ EIB სხვა ინიციატივებსაც განახორციელებს უკრაინის მხარდასაჭერად. ესენია: კრიტიკული ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაფინანსება; რუსული არმიის მიერ დაზიანებულის აღდგენაში დახმარება.