23.მარტი .2023 21:28

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
views 585
უკან

“ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო მენეჯერი გიორგი წულაძე BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას აცხადებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ოპერაციული, ტვირთის დამუშავების კუთხით არანაირ დაბრკოლებებს არ ვაწყდებით, პირიქით - ყოველთვის ხელშეწყობა გვაქვს, თუ რაიმე მცირე პროექტებზე ვმუშაობთ, რამაც შეიძლება ტვირთბრუნვა ააჩქაროს.

რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას - აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ძალიან მოკლე ხანში ამ საკითხზე ჩვენი კომპანია განცხადებას გააკეთებს“, - ამბობს გიორგი წულაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა