„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის - მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო,- ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია და მეორე და მესამე ფაზები პროექტის განვითარებისთვის ჯერ ისევ წინაა. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” აცხადებს, რომ არსებულმა მსოფლიო მასშტაბის პანდემიამ, შესაძლოა, შეაფერხოს სამუშაო ძალისა და ტექნიკის მობილიზება და ამიტომ, მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით.
“გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის დროულად მიღებასთან დაკავშირებით.
ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული კრიზისის ფონზე, ძალზე დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში. თუმცა, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც ასევე მოითხოვს ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა პროექტი ვადების დაცვით განხორციელდეს.
არსებულმა მსოფლიო მასშტაბის პანდემიამ, შესაძლოა, შეაფერხოს სამუშაო ძალისა და ტექნიკის მობილიზება და ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით.
მეორე საფეხურის დასრულების შემდეგ, გადავალთ ნებართვის გაცემის მესამე (საბოლოო) ეტაპზე, სადაც უფრო მეტ კრიტიკულობას შეიძენს პროცესებში მთავრობის პროაქტიული და კონსტრუქციული ჩართულობა, რათა მოძიებულ იქნას ნავსადგურთან წვდომის ოპტიმალური გზები მშენებლობისა და საბოლოოდ, ოპერირების ეტაპზე გადასვლისას, ლოგისტიკური მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიებისა და ზოგადად, ტვირთების მიწოდების ჯაჭვის სასარგებლოდ.
აღნიშნული იქნება ამ მნიშნველოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის წარმატების გარანტორი.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთი - კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, აღნიშნული პროექტი იქნება წარმატებული და ეფექტური პარტნიორობის ნათელი მაგალითი, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ საერთაშირისო ინვესტიციას მოზიდავს საქართველოში“ - აღნიშნა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 11 თებერვალს ფოთის ნავსადგურის ოპერატორმა, APM Terminals-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით.
APM-ში აცხადებენ, რომ ისინი არსებული პორტის გაფართოებას და გაღმავებას გეგმავენ. კერძოდ კი, APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს. ეს ფოთის პორტის მიერ ანალოგიური ნებართვის მისაღებად შეტანილი უკვე მეორე განცხადებაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას