24.აგვისტო .2020 20:57

ეკა მაისურაძე ბიზნეს ლიდერთა გლობალური პალატის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა

views 1063
უკან

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ეკა მაისურაძე ბიზნეს ლიდერთა გლობალური პალატის რეგიონული დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ბიზნეს ლიდერთა პალატა აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამთავრობო ლიდერებს, აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს.

„ეს არის ლიდერების კოალიცია, რომლითაც აქვთ საერთო ხედვა და რომელთაც სურთ, რომ ბიზნესებს დაეხმარონ თავიანთი საქმიანობის გაფართოებაში. ჰყავთ რეგიონული კოორდინატორები და სწორედ მე ამირჩიეს კავკასიის რეგიონის დირექტორად. ჩემი მოვალეობა იქნება, შევასრულო მათ მიერ დასახული ამოცანა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე“, – განუცხადა bm.ge-ს ეკა მაისურაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეხვედრების ორგანიზება წარმოუდგენელია კორონავირუსის პანდემიის გამო, –„თუმცა, სოციალური ქსელის მეშვეობით იქნება ეს თუ სხვა ხერხებით, ვიქნებით ვალდებული რომ დავეკონტაქტოთ ბიზნეს ლიდერებს, გავიგოთ მათი საქმიანობის შესახებ, პოპულარიზაცია გავუკეთოთ მათ, მოვუძებნოთ პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში, დავეხმაროთ იმპორტსა და ექსპორტში“, – დასძინა ეკა მაისურაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს როგორც საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ისედაც აკეთებდა, ამიტომაც ეს სიახლე მისთვის არ არის.

ეკა მაისურაძე გლობალური ბიზნეს ლიდერთა პალატის რეგიონული დირექტორის პოსტზე ოფიციალურად 1 აგვისტოდან დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა