04.სექტემბერი .2019 15:26

ეკა ტიკარაძე - სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ტარიფებს გაუთანაბრებს

views 4399
უკან

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ცვლილება ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში არსებულმა რიცხობრივმა მონაცემებმა განაპირობა.

„პაციენტების ჯიბიდან გადასახადი თანხა 20-22%-ს აღემატება, ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35%-ზე მეტია. აღნიშნული მონაცემები სისტემურ ცვლილებების საჭიროებას ნათლად წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს, რაც ყველა კლინიკისთვის ითვალისწინებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და რა თქმა უნდა ხარისხს. ეს ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტის გახდება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა