25.ივნისი .2021 13:29

ეკატერინე გალდავას იმედი აქვს, რომ პარლამენტი სებ-ის საბჭოს წევრობაზე მხარს დაუჭერს

ეკატერინე გალდავას იმედი აქვს, რომ პარლამენტი სებ-ის საბჭოს წევრობაზე მხარს დაუჭერს
views 1144
უკან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კიდევ ერთი კანდიდატი წარადგინა. ეკატერინე გალდავა ამ დრომდე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლის პოზიციას იკავებს, ხოლო 2020 წლის დასაწყისამდე - „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე, 2007 წლამდე კი, მას საქართველოს ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და შესაბამისად, საბჭოს წევრიც იყო.

ეკატერინე გალდავა bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მიიღო, გასაუბრებაც გაიარა და ახლა პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„3 თვის წინ დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვიყავი გასაუბრებაზე, რომელსაც თავად პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატად წარმომადგენდნენ“, - ამბობს ის.

კითხვაზე -  რა არის ის, რის გამოც დეპუტატებმა ეკატერინე გალდავას მხარი უნდა დაუჭირონ, პასუხობს: „ალბათ გამოცდილებიდან გამომდინარეც და გარკვეული ტიპის დადებითი საქმეებიც მაქვს გაკეთებული. დიდი იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ“.

bm.ge-სთან საუბარში ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. 

„გამოწვევა რა არის?! - ალბათ დროული რეაგირება და თავისი ქმედებების უფრო ხშირი ახსნა და გამჭვირვალობა. იმ ინფლაციური ტარგეტირების რეჟიმს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს და რომლის პირველი ფუნქცია არის კარგად აწყობილი ფულად-საკრედიტო ოპერაციების ინსტრუმენტები, მათი დროული გამოყენება ეროვნული ბანკის მიერ. ახლა აქედან ძალიან რთულია ვთქვა, რამდენად არის ესყველაფერი გამოყენებული, თუმცა არის ბევრი დეტალი და ნიუანსი. გარეშე თვალით ამას აუცილებლად აღვნიშნავდი“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა