10.იანვარი.2019 11:08
ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: მსოფლიო ბანკის პროგნოზი ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედებს

ეკატერინე მიქაბაძე: მსოფლიო ბანკის პროგნოზი ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით".

ასე ეხმაურება მიქაბაძე მსოფლიო ბანკის განახლებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება, ხოლო საშუალო ზრდა 2018-2021 წლებში 5.1%-ს შეადგენს.

„მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

„მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ - იანვარსა და ივნისში აქვეყნებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, 2018 და 2019 წლებისთვის 0.8 და 0.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმა ასევე გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2019 წლისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, მაშინ როცა შემცირების მიმართულებით გადაიხედა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, შეზღუდულია და მცირეა მათი უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე.
მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის მიმართულებით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ავტორი: თელარა გელანტია

16.ივნისი.2019 20:10
60

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად
16.ივნისი.2019 19:00
138

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:30
150

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:09
175

“რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური”

ვრცლად
16.ივნისი.2019 17:10
190

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

ვრცლად
16.ივნისი.2019 16:20
443

რა ეგონა და რა აღმოჩნდა - ივანე მაჭავარიანი საჯარო სექტორზე საუბრობს

ვრცლად