ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით ჩაატარა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. „გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ საფუძველია მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის მთავარი ფაქტორი სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაა, რომელიც ემყარება კონკურენციის პრინციპებზე და უზრუნველყოფს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, მათ შორის, გენდერის მიმართულებით," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
„ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალები, კაცების მსგავსი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილი შრომის ბაზარზე, ეკონომიკის გამოშვება 11 პროცენტით მეტი იქნებოდა. შედეგად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ეკატერინე მიქაბაძემ კონფერენციის მონაწილეებს იმ სახელმწიფო პროგრამები და მათი შედეგები გააცნო, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მათ შორისაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში".
კონფერენციაზე განხილული იქნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე.
კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იყო „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი