მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე - ჩემთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი

5ded4dc693abc
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.19 23:18
9079
“ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი,"- ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ ცვლილებებთან მიმართებით გააკეთა. 

მინისტრი ამბობს, რომ თუ კლინიკები სამინისტროს დაუმტკიცებენ, რომ ახალი ტარიფები არის ბევრად დაბალი, ვიდრე მისი რეალური ღირებულება, სამინისტრო ტარიფების ცვლილებას დათანხმდება. 

“ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი.

საქართველოში ჯანდაცვის სფერო და კონკრეტულად კლინიკები განთავისუფლებულები არიან ყველა იმ გადასახადისგან, რომლითაც იბეგრებიან დანარჩენი ბიზნესები. შესაბამისად, საკმაოდ რთული დასაჯერებლია, რომ როგორ შეეძლო ამ ფასთა კლებას, ისინი წაეყვანა წაგებაზე, ვინაიდან ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ იმ ღია წერილში, რომლითაც კლინიკებს ვუპასუხეთ ცხრილი იმის შესახებ თუ როგორ შეიცვალა ტარიფები. ხშირ შემთხვევაში, არის მომატებული ან თანაბარი არის ეს ტარიფი ძველი ტარიფის, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა არსებულ ტარიფებთან შედარებით. 

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მათთან ახლა, ინტენსიურად მიმდინაარეობს სამინისტროში შეხვედრები კლინიკების ხელმძღვანელებთან და ჩვენი მხრიდან მოთხოვნა რჩება კვლავ იგივე - თუ ისინი ბოლო ორი წლის შესყიდვებით, სამინისტროს წარმოუდგენენ თუ რომელი მოწყობილობებით სარგებლობდნენ ისინი და რა კომპონენტი არის ამ წაგების მაჩვენებელი, ეს ყოველივე ანუ კლინიკების შიდა შესყიდვები ჩვენთვის გახდება გამჭვირვალე და იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ ესა თუ ის ფასი, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე განფასება შეიცვალოს,”- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს საბაჟოს მონაცემებთანაც აქვს წვდომა, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო აპარატურის იმპორტის მაჩვენებლებს - კონკრეტულად კი მის ფასს ასახავს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინისტრი შეეხო, საყოველთაო ჯანდაცვაში სელექტიური კონტრაქტების დანერგვაა: 

“სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში ჩვენ გვაქვს უკვე შესწავლილი, რომელი დაწესებულებები შეესაბამებიან სამინისტროს მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ასევე შესწავლილი გვაქვს ამ კლინიკების საწოლ-ფონდის გადანაწილება, მათი სტაფის შემადგენლობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა კომპონენტს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლის მომენტიდან გაწერის მომენტამდე იმყოფებოდეს მომსახურების უწყვეტ ჯაჭვში,”- ამბობს მინისტრი. 

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებთან მოლაპარაკებების ფორმატის შესახებაც საუბრობს - “ვისურვებდი, რომ ყველანი უფრო კორექტულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, დესტრუქცია არასდროს არ არის შედეგის მომტანი,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.