ჩვენი ტარიფები არ აიძულებს კლინიკებს, რომ იმუშაონ წაგებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის 520-ე დადგენილების კომენტირებისას განაცხადა. აღნიშნული დადგენილება 20 ნოემბერს შევიდა ძალაში და საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ფასებს კლინიკები რიგ შემთხვევაში არ ეთანხმებიან.
მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარონ და დარწმუნდნენ, როგორი პოზიტიურია მიღებული გადაწყვეტილება.
„ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან პროგრამის სიკეთეებით, მოგიწოდებთ, თქვენ გაქვთ ინტელექტუალური რესურსი და მე ვისურვებდი, ჩაატაროთ ჟურნალისტური გამოძიება, მაშინ მკვეთრად გამოიკვეთება, თუ რამდენად პოზიტიურია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვითვალისწინებთ მოქალაქეებს ინტერესს ამ შემთხვევაში, როგორც ფინანსურს, ასევე ხარისხობრივს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკა რეგულაციის და დაბალი ფასის გამო უხარისხოდ მოემსახურება მოქალაქეს, დაზარალდება თუ არა ის, მინისტრმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს რეგულირების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს.
„სამედიცინო სფერო არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტ რეგულირებას მოიცავს. ჩვენი გეგმა არის ის, რომ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმეტს, რომელსაც იყენებს ევროპის ქვეყნები და ამერიკა იმისთვის, რომ პაციენტს ჰქონდეს უსაფრთხოდ მიწოდებული სერვისები. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ის გადაცდომები, რომლებიც არსებობს“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
რაც შეეხება კლინიკების პროტესტს, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათ მეტად კომერციული ინტერესი აქვთ.
„ჩვენი ტარიფები არ აიძულებს კლინიკებს, რომ იმუშაონ წაგებაზე. ჩვენი ინტერესი არ არის კლინიკის წამგებიანობა. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გაგვაჩნია და ვთვლით, რომ კლინიკების თანხები მეტად უნდა იყოს მიმართული რეინვესტირებისთვის, რათა მოხდეს სამედიცინო სფეროს ტექნოლოგიური განვითარება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის