მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებთან კვლავ რჩება ბევრი კითხვა

5dfa1ade01092
ინგა მურუსიძე
18.12.19 16:32
1042
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით სამინისტროს კლინიკებთან ორი ძირითადი შეკითხვა აქვს.

განცხადება ტიკარაძემ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„კლინიკებისთვის ჩვენი მხრიდან შეთავაზებები არ ყოფილა, ვინაიდან დღემდე არსებული დოკუმენტებით კვლავ რჩება სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა კლინიკების მიმართულებით. უბრალოდ რჩება ორი კრიტიკული მომენტი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და გადაუდებელ დახმარებას, რეანიმაციას. დეფიბრილატორის შემთხვევაში შევთავაზეთ კლინიკებს, რომ მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და ანაზღაურება, ხოლო კრიტიკულ შემთხვევებში პროფესიული მედიცინის წარმომადგენლები ჩვენ შემოგვთავაზებენ განფასებისთვის კოდს, რომელსაც ისინი, დღესდღეობით, კრიტიკულად თვლიან. ჩვენ გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რაციონალურად იხარჯებოდა კლინიკების მხრიდან ის თანხები, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა და რამდენად რაციონალური და სწორი იყო ის განფასებები, რომლითაც კლინიკები დღემდე იღებენ დაფინანსებას. ჩვენ ეს ინფორმაცია მოძიებული გვაქვს და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ცვლილებები დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კლინიკებისგან პასუხების ნაწილი მივიღეთ, კითხვები მაინც რჩება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.