მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო "მესამე ტალღას" არ გამორიცხავს

5fbbc61fda3f4
ინგა მურუსიძე
23.11.20 18:30
3430
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში კორონავირუსის "მესამე ტალღას" არ გამორიცხავს.

როგორც მან tv "იმედის" ეთერში განაცხადა, აქედან გამომდინარე, მთავრობა და ჯანდაცვის სექტორი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ყველა პაციენტისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს.

„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე, საქართველოც არ გამორიცხავს "მესამე ტალღას". ეს დაანონსებული იყო ჯერ კიდევ გაზაფხულზე, რადგან არა მხოლოდ - covid-19-ს, არამედ ნებისმიერ ვირუსს გააჩნია შემოდგომა-ზამთრის ბოლო პერიოდში შემობრუნების თვისობრიობა. მეცნიერები კოვიდის ქცევაშიც ამას პროგნოზირებენ“, - განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება შემდგომ ორ კვირას, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ „შევძლოთ და გავუმკლავდეთ "მეორე ტალღის" კრიტიკულ რიცხვებს, რისი მოლოდინიც დღეს გვაქვს“.