მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლის კიდევ ერთხელ გადადების რეკომენდაცია გაიცეს

5e71e645e123f
ინგა მურუსიძე
18.03.20 13:15
870
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სწავლის კიდევ ერთხელ გადადების რეკომენდაცია გაიცეს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, რეკომენდაცია დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე.

„თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და შევეცდებით, რომ ეს წელი ბავშვებისთვის აკადემიური სრული მოსწრებით ჩამთავრდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის წავლა 1 აპრილამდეა გადადებული.