23.სექტემბერი .2019 11:18

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს

views 188
უკან

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, ორმხრივი მოლაპარაკება, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორ ენტონი ფაუჩთანაც გაიმართა.

ეკატერინე ტიკარაძე ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის ინფექციების კონტროლის მიმართულებით.

„საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია, სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია წარმატებით ხორციელდება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექცური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონ ფაუჩმა მინისტთან შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მინისტრთანშეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჯანდაცის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს.“


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა