მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: ჩემი გადადგომა არ იგეგმება

5fbcd33a455b4
ინგა მურუსიძე
24.11.20 13:27
1292
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ და ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ჩემი გადადგომა არ იგეგმება და არც ამის განხილვა მიმდინარეობს“, - ამბობს ტიკარაძე.

ის, ასევე, გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსის ლევან რატიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში უნდა წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც სიტუაციის მართვა შეუძლია“.

მინისტრი ფიქრობს, რომ ლევან რატიანს ის არ უგულისხმია, მაგრამ არ იცის, ვინ იგულისხმა. „მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი  მე მგულისხმობდა", - ამბობს მინისტრი.