მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე დღეს აჭარის ბიზნეს სექტორს შეხვდება

5efc4104b7491
თელარა გელანტია
01.07.20 11:50
998
„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - ამ კამპანიის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს სამეგრელოს და აჭარას ეწვევა.

სამინისტროსცნობით, 13:30 საათზე ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკში სასწრაფოს ახალ შენობას გახსნის.

დღესვე, 20:00 საათზე კი, ციხისძირში, სასტუმრო "კასტელო მარეში"- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში მინისტრი აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ცნობისთვის: „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას დასრულებულ პროექტებს წარუდგენს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა.

კამპანია 18 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დააანონსა.