მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების გარეშე არ დავრჩებით

5fcdee52b6bcf
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.20 13:45
643
ჯანადცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი 6.5%-ია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ინფიცირების გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემის უექიმოდ დარჩენის რისკს შეეხებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს.

„ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით, ვინაიდან ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 6.5%-ია. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. ვიცით, რომ გვქონდა 11%-ზე მეტი. ამდენად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90%, ასევე, ზაფხულში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმები. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, ცოდნის გადაცემა ექიმიდან ექიმზე, ვინაიდან ამ ტრეინინგების შინაარსი არც ისეთი რთულია, რომ  მუშაობის პერიოდში მათი დაცვა და აღსრულება პრობლემა იყოს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.