მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტში 23 მარტს მივა

5e5418aa55a39
BM.GE
24.02.20 22:37
809
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საკომიტეტო ფორმატში მოსმენის თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა 20 მარტისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგან აღნიშნული თარიღი პლენარული სხდომების კვირას ემთხვევა და რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომების პარალელურად შეზღუდულია საკომიტეტო მოსმენების გამართვა, მინისტრი კომიტეტის წინაშე 23 მარტს წარსდგება.